ტრენინგის მეექვსე დღე
- გავიხსენეთ ბლოგზე პრეზენტაცია;
- კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნეთ საავტორო უფლებების შესახებ, უკვე არსებულ შაბლონში მივუთითეთ შესაბამის ბმულები;
- დღეს აღმოვჩნდით მოსწავლის როლში, განვიხილეთ და ვიმსჯელეთ ჯგუფში როლებისა და ფუნქციების გადანაწილებაზე;
- დავიწყეთ ელექტრონული გაზეთის დამზადება;~
- კიდევ ერთხელ გავიხსენეთ ჩავლილ ტრენინგებზე შექმნილი თუ გადმოტვირთული რესურსების შესახებ.
ტრენინგის მეხუთე დღე
- გავიხსენეთ წინა ტრენინგი;
- ასევე გავიხსენეთ საპრეზენტაციო პროგრამა;
- დავიწყეთ საკუთარი პროექტის წარსადგენად პრეზენტაციაზე მუშაობა;
- ვისაუბრეთ საავტორო უფლებებზე და მათ დაცვაზე;
- გავეცანით საავტორო უფლებების მითითებებს, ლეგიტიმური გამოყენების პრინციპების შენარჩუნებაზე;
- პრეზენტაციის სამუშაო ვერსია ავტვირთეთ ბლოგზე;
- ბლოგზე ასევე დავამატეთ ჩვენთვის სასარგებლო გვერდები და ბმულები.
ტრენინგის მეოთხე დღე
- გავიხსენეთ გუშინ განხილული საკითხები;
- განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ კითხვების დასმაზე;
- დეტალურად ვისაუბრეთ დროში გაწერილ შეფასებაზე. ჩვენივე გამოცდილებით ჩამოვწერეთ მეთოდები ( თუ რომელი მეთოდის გამოყენებას შევძლებთ პროექტის განხორციელებისას) და ინსტრუმენტები როგორც პროექტის დასაწყისში, მიმდინარეობისას და პროექტის ბოლოს;
- დავწერეთ შეფასების მოკლე შინაარსი;
- რა კომპიუტერულ უნარ- ჩვევებს უნდა ფლობდეს მოსწავლე ;
- ვაგრძელებთ პროექტზე მუშაობას;
- მომავალ ტრენინგამდე ვიწყებთ ფიქრს, თუ როგორ უნდა წარვადგინოთ უცხო აუდიტორიის წინაშე ჩვენი პროექტი;
- დღის ბოლოს კიდევ ერთხელ შევაჯამეთ ოთხი ტრენინგის მუშაობის შედეგები...
ტრენინგის მესამე დღე
- გავიმეორეთ წინა შეხვედრის საკითხები;
- ვნახეთ კოლეგის მიერ გაკეთებულო ბუკლეტი;
- განვიხილეთ სასწავლო პროექტის დაგეგმვის ეტაპები და საფეხურები;
- განვიხილეთ სასწავლო პროექტის შაბლონის შევსების ფურცელი;
- ვისაუბრეთ პროექტის წერისას როგორ მოვარგოთ სხვადასხვა საგნებთან და მათ სტანდარტებთან; როგორ გამოვიყენოთ გამჭოლი კომპეტენციები; აუცილებელია, გავითვალისწინოთ პროექტის დაგეგმვისას ბლუმის ტაქსონომია და თანამედროვე ტერმინები;
- დავიწყეთ პროექტზე მუშაობა და სასწავლო პროექტის შებლონის შევსება;
ტრენინგის მეორე დღე
- გავისხენეთ პირველი დღის თემები;
- ვისაუბრეთ შერჩეული პროექტის სათაურებზე, როგორ დავაკავშირებთ სხვადასხვა საგანთან/ საგნებთან შერჩეულ თემატიკას;
- ვისაუბრეთ პუბლიკაციებზე, მათ სახეობებზე და მათ ადრესატებზე;
- ავირჩიეთ ბუკლეტი და დავამზადეთ.
ტრენინგის პირველი დღე
- გავეცანით პროექტებით სწავლების მნიშვნელობას, მათ აუცილებლობასა და დანერგვისათვის საჭირო მასალას. ვისაუბრეთ პროექტებით სწავლების უპირატესობაზე, როგორც მოსწავლეთა ჩართულობის ხარისხის გაზრდასა და საბოოლოო პროდუქტზე, სწავლებისას საგანთა ინტგრირებაზე, იმ უნარების გამომუშავებაზე, რომელიც მნიშვნელოვანია 21-ე საუკუნის მოქალაქისათვის;
- გავეცანით ტრენინგის შინაარსს, ზოგადად მოდულებს თავისი აქტივობებით. განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ 21-ე საუკუნის უნარ- ჩვევეებზე;
- ვივარჯიშეთ მოცემულ მასალაში ორიენტირებასა და მოცემული ინსტრუმენტების გამოყენებაში;
- განვმარტეთ უცნობი გამონათქვამები;
- გავეცანით ერთ პროექტს და ვიმსჯელეთ მის შესახებ;
- შევქმენით საქაღალდეები და ავტვირთეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები;
- შევქმენით ბლოგი და დავიწყეთ დღიურის წარმოება;
- ახლა კი ვიწყებთ ფიქრს საკუთარი პროექტზე.