ტრენინგის პირველი დღე
- გავეცანით პროექტებით სწავლების მნიშვნელობას, მათ აუცილებლობასა და დანერგვისათვის საჭირო მასალას. ვისაუბრეთ პროექტებით სწავლების უპირატესობაზე, როგორც მოსწავლეთა ჩართულობის ხარისხის გაზრდასა და საბოოლოო პროდუქტზე, სწავლებისას საგანთა ინტგრირებაზე, იმ უნარების გამომუშავებაზე, რომელიც მნიშვნელოვანია 21-ე საუკუნის მოქალაქისათვის;
- გავეცანით ტრენინგის შინაარსს, ზოგადად მოდულებს თავისი აქტივობებით. განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ 21-ე საუკუნის უნარ- ჩვევეებზე;
- ვივარჯიშეთ მოცემულ მასალაში ორიენტირებასა და მოცემული ინსტრუმენტების გამოყენებაში;
- განვმარტეთ უცნობი გამონათქვამები;
- გავეცანით ერთ პროექტს და ვიმსჯელეთ მის შესახებ;
- შევქმენით საქაღალდეები და ავტვირთეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები;
- შევქმენით ბლოგი და დავიწყეთ დღიურის წარმოება;
- ახლა კი ვიწყებთ ფიქრს საკუთარი პროექტზე.
No comments:
Post a Comment