Saturday, April 13, 2019

ტრენინგის  მეცხრე დღე


                               დასრულდა ტრენინგიც!

  •  თითოეულმა  მონაწილემ კიდევ ერთხელ გადახედა საკუთარ ნამუშევარს;
  •   ტრენერმა  თითოეულ ჩევენთაგანს   გაგვიწია  კონსულტაცია;
  •  რეკომენდაციების გათვალისწინებით შევიტანეთ შესწორებები; 
  • ყველას  პრეზენტაცია იყო საინტერესო.
დიდი მადლობა ტრენერს მაია ბაზღაძე და ყველა ჩემს კოლეგას!
 წარმატებები!
  ტრენინგის მერვე დღე



  • ვისაუბრეთ პროექტში  განსაკუთრებული     საჭიროების, არაქართულენოვანისა  და ნიჭიერი მოსწავლეების  ჩართვაზე;
  •  განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ აღქმის სტილზე,  გამოვყავით აუდიალები, ვიზუალები და კინესთეტიკურ აღქმის მწონე მოწავლეები; 
  •   ვიმსჯელეთ მათი საჭიროებიდან გამომდინარე    დიფერენცირებული დავალებების მიცემაზე;
  • ამ პროცესში მასწავლებლის, როგორც ფასილიტატორის როლზე;
  • ბლოგზე ავტვირთეთ ჩვენი ნამუშევარი .

Saturday, April 6, 2019

                             


                                     ტრენინგის    მეშვიდე  დღე

  •  გავიხსენეთ და გავიმეორეთ  ყველა მოდული აქტივობები; 
  •  კიდევ ერთხელ  გადავხედეთ  ჩვენ საქაღალდეებს და შევამოწმეთ შესრულებული დავალებები;
  • ვისაუბრეთ  შეფასებაზე და მის მრავალფეროვნებაზე;
  •  გავეცანით  რუბრიკებს;
  •  გავაკეთეთ  შეფასების რუბრიკა. 


Sunday, March 31, 2019


ტრენინგის მეექვსე დღე


  • გავიხსენეთ ბლოგზე პრეზენტაცია;

  •  კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნეთ საავტორო უფლებების შესახებ, უკვე არსებულ შაბლონში მივუთითეთ შესაბამის ბმულები;

  •  დღეს აღმოვჩნდით მოსწავლის  როლში, განვიხილეთ და ვიმსჯელეთ  ჯგუფში როლებისა და ფუნქციების გადანაწილებაზე;   

  •  დავიწყეთ ელექტრონული გაზეთის  დამზადება;~

  • კიდევ ერთხელ გავიხსენეთ  ჩავლილ ტრენინგებზე  შექმნილი  თუ გადმოტვირთული რესურსების შესახებ.

Saturday, March 30, 2019

ტრენინგის მეხუთე დღე



  • გავიხსენეთ წინა ტრენინგი;

  •  ასევე გავიხსენეთ საპრეზენტაციო პროგრამა;

  •  დავიწყეთ საკუთარი პროექტის წარსადგენად პრეზენტაციაზე მუშაობა;

  • ვისაუბრეთ საავტორო უფლებებზე და მათ დაცვაზე;

  •  გავეცანით  საავტორო უფლებების მითითებებს, ლეგიტიმური გამოყენების პრინციპების შენარჩუნებაზე;

  •    პრეზენტაციის სამუშაო ვერსია ავტვირთეთ ბლოგზე;

  • ბლოგზე  ასევე დავამატეთ ჩვენთვის სასარგებლო გვერდები და ბმულები. 

Sunday, March 24, 2019

ტრენინგის მეოთხე დღე
  • გავიხსენეთ გუშინ განხილული საკითხები;
  •  განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ კითხვების დასმაზე;
  • დეტალურად ვისაუბრეთ დროში გაწერილ შეფასებაზე. ჩვენივე გამოცდილებით   ჩამოვწერეთ მეთოდები ( თუ რომელი მეთოდის გამოყენებას შევძლებთ პროექტის განხორციელებისას)   და ინსტრუმენტები როგორც პროექტის დასაწყისში, მიმდინარეობისას და  პროექტის ბოლოს; 
  •  დავწერეთ შეფასების მოკლე შინაარსი;
  •  რა კომპიუტერულ  უნარ- ჩვევებს უნდა  ფლობდეს  მოსწავლე ;
  •  ვაგრძელებთ პროექტზე მუშაობას;
  • მომავალ ტრენინგამდე  ვიწყებთ  ფიქრს, თუ როგორ უნდა წარვადგინოთ უცხო აუდიტორიის წინაშე ჩვენი პროექტი;
  •  დღის ბოლოს კიდევ ერთხელ  შევაჯამეთ  ოთხი ტრენინგის მუშაობის შედეგები...

Saturday, March 23, 2019

ტრენინგის   მესამე დღე


  • გავიმეორეთ  წინა  შეხვედრის საკითხები;

  •  ვნახეთ კოლეგის მიერ  გაკეთებულო ბუკლეტი; 

  • განვიხილეთ სასწავლო პროექტის დაგეგმვის ეტაპები და საფეხურები;

  •  განვიხილეთ  სასწავლო პროექტის შაბლონის შევსების ფურცელი;

  •   ვისაუბრეთ  პროექტის  წერისას როგორ მოვარგოთ  სხვადასხვა საგნებთან და მათ  სტანდარტებთან;    როგორ გამოვიყენოთ გამჭოლი კომპეტენციები;    აუცილებელია,  გავითვალისწინოთ პროექტის  დაგეგმვისას ბლუმის ტაქსონომია და თანამედროვე  ტერმინები;

  •  დავიწყეთ პროექტზე მუშაობა და  სასწავლო პროექტის შებლონის შევსება; 

Sunday, March 17, 2019

 
          ტრენინგის მეორე დღე



  •  გავისხენეთ პირველი დღის თემები;



  • ვისაუბრეთ შერჩეული პროექტის სათაურებზე, როგორ დავაკავშირებთ სხვადასხვა საგანთან/ საგნებთან  შერჩეულ თემატიკას;

  • ვისაუბრეთ  პუბლიკაციებზე,  მათ სახეობებზე და მათ ადრესატებზე;
 
  • ავირჩიეთ ბუკლეტი  და  დავამზადეთ. 


Saturday, March 16, 2019

ტრენინგის პირველი დღე

  • გავეცანით პროექტებით სწავლების მნიშვნელობას, მათ აუცილებლობასა და დანერგვისათვის საჭირო მასალას. ვისაუბრეთ  პროექტებით სწავლების უპირატესობაზე,  როგორც მოსწავლეთა ჩართულობის ხარისხის გაზრდასა და საბოოლოო პროდუქტზე, სწავლებისას საგანთა ინტგრირებაზე, იმ უნარების გამომუშავებაზე, რომელიც მნიშვნელოვანია  21-ე  საუკუნის მოქალაქისათვის;

  • გავეცანით ტრენინგის შინაარსს,  ზოგადად მოდულებს თავისი აქტივობებით.  განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ 21-ე საუკუნის უნარ- ჩვევეებზე; 

  •  ვივარჯიშეთ მოცემულ მასალაში ორიენტირებასა და  მოცემული ინსტრუმენტების გამოყენებაში;

  •  განვმარტეთ უცნობი გამონათქვამები;

  • გავეცანით ერთ პროექტს და ვიმსჯელეთ მის შესახებ;

  •  შევქმენით საქაღალდეები და ავტვირთეთ  მნიშვნელოვანი დოკუმენტები;

  • შევქმენით ბლოგი და დავიწყეთ დღიურის წარმოება;

  • ახლა კი ვიწყებთ ფიქრს  საკუთარი პროექტზე.